ინდოეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, ძლიერმა წვიმამ ჩრდილოეთ ინდოეთის ოლქ ჯამუში მდებარე ინდუისტ მომლოცველთა ცნობილ გზაზე მეწყერი გამოიწვია.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ძლიერი წვიმის შემდეგ მოსახლეობასთან კომუნიკაცია შეუძლებელი გახდა და შესაბამისი სამსახურები ტელეკომუნიკაციის სერვისების აღდგენას ცდილობენ.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ქაშმირში წყალდიდობას 60 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 200 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!