ლევან სანიკიძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კონკრეტული სანქციები გამოყენებული იყოს არა ჩვენი თანამოქალაქეების, არამედ ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ვერტიკალის წინააღმდეგ

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კონკრეტული სანქციები გამოყენებული იყოს არა ჩვენს თანამოქალაქეებზე, არამედ ივანიშვილის „ქართული ოცნების“ და სახელისუფლებო ვერტიკალის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ლევან სანიკიძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის სურვილია, ქართველებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა აღარ ჰქონდეთ.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ უვიზო მიმოსვლის და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი არ გავრცელდეს ჩვენს 4 მილიონ თანამოქალაქეზე, რომელიც ამ დიდ სიკეთეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი დანიშნულებით იყენებს - ეს არის ოჯახის წევრების ნახვა, ტურისტული მიზანი, ჯანმრთელობის უეცარი გაუარესების შემთხვევაში, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, სარჩო-საბადებლის პოვნა, სტუდენტური სამუშაოები და ასე შემდეგ, რასაც ჩვენი თანამოქალაქეები ყოველდღიურად იყენებენ. ივანიშვილის და რუსეთის სურვილია ცალსახად, რომ ეს შესაძლებლობა ქართველებს აღარ ჰქონდეთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კონკრეტული სანქციები გამოყენებული იყოს არა ჩვენს თანამოქალაქეებზე, არამედ ივანიშვილის „ქართული ოცნების“ და სახელისუფლებო ვერტიკალის წინააღმდეგ, რომ დასავლეთისგან ეს დარტყმა მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა იგრძნონ“, - განაცხადა სანიკიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია