რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში დრონებით თავდასხმის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში დრონებით თავდასხმის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქალაქის მერზე, ალექსანდრე სკრიაბინზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საგანგებო სიტუაციების კომისიის რიგგარეშე სხდომაზე იმ რაიონში, სადაც სახლები დაზიანდა, საგანგებო მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება მივიღეთ“, - განაცხადა დონის როსტოვის მერმა.

როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, იური სლიუსარის ცნობით, დრონებით თავდასხმის შედეგად ქალაქ დონის როსტოვში, სულ მცირე, შვიდი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.

ასევე, სლიუსარის განცხადებით, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავს ხანძარი გაუჩნდა, რის შემდეგაც მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე 15 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს