ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსები შეხვედრებთან დაკავშირებით ნეგატიურ სიგნალებს გზავნიან

რუსები შეხვედრებთან დაკავშირებით ნეგატიურ სიგნალებს გზავნიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ფინეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ სტუბთან „კარგი სატელეფონო საუბარი“ ჰქონდა.

„ჩვენი გუნდები უკრაინისთვის ძლიერი და მრავალმხრივი უსაფრთხოების გარანტიების არქიტექტურის მომზადებაზე აქტიურად მუშაობენ. დეტალების განსაზღვრის პროცესს ვაჩქარებთ. უკვე ლიდერთა დონეზე მოლაპარაკებების ფორმატის ორგანიზების დროა, რათა მთავარი პრიორიტეტები და ვადები განვსაზღვროთ. სამწუხაროდ, ამჟამად რუსები მოვლენების შემდგომ განვითარებასთან და შეხვედრებთან დაკავშირებით ნეგატიურ სიგნალებს გზავნიან“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, „რუსების მხრიდან რეაგირება მხოლოდ რეალურ ზეწოლას მოჰყვება“.

„ზეწოლა აუცილებელია. რუსეთის მხრიდან რეალური დიპლომატიისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯებია საჭირო“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს