დიმიტრი პესკოვი - რუსეთსა და უკრაინას შორის უმაღლეს დონეზე შეხვედრა კარგად უნდა მომზადდეს

რუსეთსა და უკრაინას შორის უმაღლეს დონეზე შეხვედრა კარგად უნდა მომზადდეს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ნებისმიერი კონტაქტი, იქნება ეს მაღალ თუ უმაღლეს დონეზე, კარგად უნდა მომზადდეს, რათა ეს კონტაქტები შედეგიანი იყოს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვის ცნობით, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

„მომლაპარაკებელთა ჯგუფების ხელმძღვანელები კონტაქტზე არიან, თუმცა ზუსტი თარიღის დასახელება ჯერ არ შეგვიძლია“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ასევე, მისი თქმით, უკრაინაში ევროპული ჯარების განლაგების იდეის მიმართ რუსეთს „ნეგატიური დამოკიდებულება აქვს“.

„ამის შესახებ სხვადასხვა დონეზე ვისაუბრეთ. რეალურად, ევროპული სამხედროები არ არსებობენ, არსებობს კონკრეტული ქვეყნების ჯარები და ამ ქვეყნების უმეტესობა კი ნატო-ს წევრია“, - განაცხადა პესკოვმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება