ადვოკატი - ზვიად ცეცხლაძის სისხლის სამართლის საქმეზე არ არის არცერთი პირდაპირი სახის მტკიცებულება, რომელიც ბრალად შერაცხულ ქმედებას დაადასტურებდა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძის ადვოკატის დავით ჭიკაიძის განცხადებით, ვერცერთმა მოწმემ ვერ დაადასტურა, რომ საპროტესტო აქციაზე დაზიანდა. როგორც ადვოკატმა დასკვნითი სიტყვის დროს განაცხადა, ბრალდების მხარემაც ვერ შეძლო კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა, რადგან ის ობიექტურად არ არსებობს.

„მიგვაჩნია, რომ ზვიად ცეცხლაძე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი“, - განაცხადა ადვოკატმა. გარდა ამისა, უფლებადამცველის განმარტებით, ზვიად ცეცხლაძის სახლში უკანონოდ ჩატარდა ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები საპროცესო ნორმების დარღვევით ჩატარდა.

„მიგვაჩნია, რომ ვიდეომტკიცებულების საფუძველზე რაიმე კონკრეტული დაორგანიზების ბრალდება აბსოლუტურად წარმოუდგენელი, დაუსაბუთებელი და მეტსაც გეტყვით, არასერიოზულია“, - განაცხადა ადვოკატმა.

როგორც დავით ჭიკაიძემ აღნიშნა, „ცალსახად სახეზე არის გახანგრძლივებული პატიმრობა".

„მიგვაჩნია, რომ ზვიად ცეცხლაძის სისხლის სამართლის საქმეზე არ არის არცერთი პირდაპირი სახის მტკიცებულება, რომელიც ბრალად შერაცხულ ქმედებას დაადასტურებდა“, - განაცხადა ადვოკატმა დასკვნითი სიტყვის დროს.

ცნობისთვის, დაკავებული 8 პირიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს