„თიბისის“ სპეციალური საპრიზო კატეგორია ახალი თაობის მხარდასაჭერად AD BLACK SEA 2025-ზე

11-დან 13 სექტემბერის ჩათვლით, ბათუმი ქვეყნის შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე მასშტაბური ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერია „თიბისი.

ფესტივალი უმასპინძლებს ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალებისა და საინტერესო ადამიანების გამოსვლებს, ვორქშოფებსა და პანელურ განხილვებს. ეს არის შესაძლებლობა, სფეროთი დაინტერესებული ადამიანები გაეცნონ შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა და გაიცნონ სფეროს წამყვანი პროფესიონალები.

ფესტივალი დაჯილდოებით დასრულდება, სადაც სხვადასხვა კატეგორიაში რეგიონის გამორჩეული კამპანიები და პროექტები გამოვლინდებიან.

AD BLACK SEA-ის დასკვნით დაჯილდოებაზე, თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, მთავარ სცენაზე ნომინაციას Young Creative წარადგენს და წლის ყველაზე შემოქმედებით ახალგაზრდას დააჯილდოებს.

წელს პირველად, ფესტივალზე სპეციალურად შერჩეული ადგილობრივი ჟიური, შორთლისტში მოხვედრილ მონაწილეებს, წარდგენილი პრეზენტაციებითა და Q&A სესიების საფუძველზე შეაფასებს და გამოავლენს გამარჯვებულებს. თიბისი, როგორც ნომინაციის წარმდგენი, გამარჯვებულს 10 000 ლარს გადასცემს, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდა შემოქმედს შეეძლება თავისი ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს თანხა შემოქმედებითი კარიერის განსავითარებლად.

თიბისისთვის შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ედ ბლექ სი აფართოებს შემოქმედებით თვალსაწიერს და ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ახალი ცოდნა, გამოცდილება, შთაგონება და შესაბამისად, მეტი მოტივაციით გააგრძელონ საქმიანობა.

ფესტივალის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება