ვეფხია კასრაძე - არ ვნანობ, რომ ჩემი სამშობლოსთვის ვიბრძვი, ციხისთვის კი არა, სიკვდილისთვისაც ვარ მზად - ერთადერთი დანაშაული მაქვს ჩადენილი, რომ 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ ხელი შევუწყვე ხელისუფლებაში მოსულიყო

ვიბრძოლებ იქამდე, სანამ ეს ქვეყანა არ გახდება თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ დღევანდელ პროცესზე, დასკვნითი სიტყვისას განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის იბრძვის, რადგან უსამართლობას ვერ ეგუება.

„არ ვნანობ იმას, რომ ჩემი სამშობლოსთვის ვიბრძვი. ვერასდროს შევეგუები უსამართლობას. მთელი ჩემი ცხოვრება უსამართლობას ვებრძოდი. ან მივიღებ სამართლიან განაჩენს ან ამ უსამართლობას შევეწირები“, - განაცხადა ვეფხია კასრაძემ.

ის ირწმუნება, რომ უდანაშაულოა.

„დღეს ვარ უკანონო პატიმარი. ერთადერთი დანაშაული მაქვს ჩადენილი, რომ 2012 წელს ამ ხელისუფლებას ხელი შევუწყვე ხელისუფლებაში მოსულიყო, მაგრამ ცვლილებები იყო საჭირო. 10 ათასი ხმა მოვუტანე. მე ამ ბრძოლას არ მივატოვებ, ციხისთვის კი არა, სიკვდილისთვისაც ვარ მზად. სანამ ვსუნთქავ, ვერავინ მოახერხებს იმას, რომ საქართველოს კურსი შეუცვალოს. ჩვენს ქვეყანას უნდა დაუბრუნდეს ფუნქცია.

ჩემი საქმე არის პოლიტიკურად შეკერილი იმის გამო, რომ პარტია „ლელოს“ გვერდით ვიდექი“, -განაცხადა კასრაძემ.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციებზე დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო