ალექსი ახვლედიანი - თორნიკე რიჟვაძესთან კომუნიკაცია ოჯახის წევრებისთვისაც საკმაოდ შეზღუდულია, როგორც მე მაქვს ინფორმაცია ოჯახიდან, დაუნიშნეს ორთვიანი საკმაოდ მკაცრი ფსიქოლოგიური მკურნალობა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის ინფორმაციით, თურქეთის კლინიკაში, აჭარის მთავრობის ყოფილს ხელმძღვანელთან, თორნიკე რიჟვაძესთან კონტაქტი ოჯახის წევრებისთვისაც შეზღუდულია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რიჟვაძეს ფსიქოლოგებმა „მკაცრი ფსიქოლოგიური მკურნალობა დაუნიშნეს“.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს, უახლოეს დღეებში თვალის ქირურგიული ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რა პრობლემაც მას ამ შემთხვევამდეც ჰქონდა.

„მასთან კომუნიკაცია ოჯახის წევრებისთვისაც საკმაოდ შეზღუდულია, იმიტომ რომ როგორც მე მაქვს ინფორმაცია ოჯახიდან, დაუნიშნეს ორთვიანი საკმაოდ მკაცრი ფსიქოლოგიური მკურნალობა. მხოლოდ ცოტა ხნით ბავშვებს აქვთ შესვლის უფლება. ტელეფონი და რაიმე მსგავსი მას არ აქვს. ბოლო, გუშინწინდელი ინფორმაციით, ალბათ კვირის ბოლოს, თურქეთშივე გაუკეთებენ თვალის ოპერაციას. მას ეს პრობლემა ჰქონდა და გამწვავება გამოიწვია.

მას იქ ადგილობრივი ფსიქოლოგების ჯგუფი ემსახურება და აუკრძალეს ამ ორთვიანი კურსის დასრულებამდე, საერთოდ ყველანაირი კომუნიკაცია ყველასთან. მე მხოლოდ ოჯახის წევრებს ვეკონტაქტები“,- განაცხადა ახვლედიანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება