ილჰამ ალიევი - დონალდ ტრამპს „დიფ სთეითის“ მიერ არჩევნების გაყალბების გამო, ხელახლა არჩევის შესაძლებლობა ჩამოართვეს - მან დიდი გამბედაობა გამოიჩინა ამერიკაში დაბრუნებით, სადაც ჭაობში მყოფი ყველა გომბეშო, მის წინააღმდეგ იყო განწყობილი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მტკიცებით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2020 წელს, არჩევნების გაყალბების შედეგად, პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შესაძლებლობა ჩამოართვეს.

„დონალდ ტრამპი არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს დიდ პატივისცემას. ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ, როგორც პოლიტიკოსის, ყოველთვის დადებითი იყო. მისი პირველი ვადის განმავლობაშიც კი, თუმცა იმ დროს ჩვენ არ გვქონდა შეხვედრის შესაძლებლობა და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას „დიფ სთეითის“ წარმომადგენლების მიერ არჩევნების გაყალბების შედეგად ხელახალი არჩევის შესაძლებლობა ჩამოართვეს“, - განაცხადა ალიევმა ტელეკომპანია „ალ-არაბიასთან“ ინტერვიუში.

„მათ მისი გამარჯვება მოიპარეს და ის, რასაც ბატონი ტრამპი ამბობს ფოსტით ხმის მიცემის პრაქტიკის გაუქმების შესახებ, აბსოლუტურად სწორია. იცით, ამერიკის ადმინისტრაციებს ყოველთვის მოსწონთ მთელი მსოფლიოსთვის ლექციების წაკითხვა, თუ როგორ უნდა იცხოვრონ, როგორ ააშენონ დემოკრატია, როგორ ჩაატარონ არჩევნები და ა.შ. ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ მათ თავად ჩაიდინეს ყველაზე დიდი საარჩევნო გაყალბება პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, წაართვეს მას გამარჯვება“, - აღნიშნა ალიევმა.

მისი თქმით, იმ პერიოდშიც კი, როდესაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტი არ იყო, ის ძალიან ღირსეულად იქცეოდა.

„მან დიდი გამბედაობა და ღირსება გამოიჩინა ამერიკაში დაბრუნებით, სადაც ჭაობში მყოფი ყველა გომბეშო, როგორიცაა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), რადიო თავისუფლება, ყალბი ამბების მწარმოებლები, მათ შორის Washington Post-ი, New York Times-ი, Wall Street Journal-ი, Newsweek-ი, მის წინააღმდეგ იყო განწყობილი. ყველამ მის დემონიზებას ახდენდა, ისევე როგორც ჩემსას, შესაძლოა, არა იმავე დონით, მაგრამ იმავე გზით - ჭორების გავრცელებით“, - აღნიშნა ალიევმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია