ფრიდრიხ მერცი - ევროპაში თავისუფლებისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ კვლავ რუსეთი რჩება

ევროპის უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს , - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის ცნობით, დღეს თავდაცვის მინისტრ, ბორის პისტორიუსთან ერთად აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურ, ალექსუს გრინკევიჩს შეხვდა.

„ვითარების შესახებ მისი ანგარიში ნათელი იყო. ევროპაში თავისუფლებისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ კვლავ რუსეთი რჩება“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

ცნობისთვის, დღეს გერმანიის მინისტრთა კაბინეტმა სამხედროების რაოდენობის გაზრდის მიზნით ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის შესახებ კანონპროექტი მიიღო.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, „რუსეთის აგრესიული პოზიცია ბუნდესვერის გაზრდას აუცილებელს ხდის“.

გერმანიის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული კანონპროექტი ძალაში 2026 წლის იანვარში შევა, თუ მას მხარს პარლამენტი დაუჭერს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი