საგარეო საქმეთა სამინისტრო - მაკა ბოჭორიშვილმა საფრანგეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა - იმედი გამოითქვა, რომ ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები ჩვეულ დღის წესრიგს დაუბრუნდება

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, შერაზ გასრისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის არსებულ დღის წესრიგზე, ფართო რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. აღინიშნა, რომ საერთო საფრთხეებისა და გამოწვევების დაძლევის მიზნით, მნიშვნელოვანია აქტიური დიალოგი და მოსაზრებების გაცვლა.

მათივე ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი. ხაზი გაესვა ამ პროცესში შემდგომი თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმედი გამოითქვა, რომ ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები ჩვეულ დღის წესრიგს დაუბრუნდება.

მინისტრმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს