ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ში უკრაინული დელეგაცია დონალდ ტრამპის გუნდს 29 აგვისტოს შეხვდება

“დიდი შვიდეული” მზად არის რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააძლიეროს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“დღეს უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ოლეგ ივაშჩენკოს ანგარიში მქონდა, მათ შორის სანქციებზე: რა შემდეგი ნაბიჯებია საჭირო სანქციებში, კონკრეტულად, რომელი რუსული იურიდიული პირები უნდა დაიბლოკონ, რომელ ფიზიკურ პირებზეა საჭირო ზეწოლა, სანქციების გვერდის ავლის რა გზები არის ჯერ კიდევ დარჩენილი…

მთელ ამ ინფორმაციას, რომელიც ჩვენს საგარეო დაზვერვას აქვს, პარტნიორებს გადავცემთ. უპირველეს ყოვლისა “დიდი შვიდეულის” ჯგუფიდან. მათი მხრიდან არის სანქციების გაძლიერებისთვის მზაობა”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე პარასკევს, 29 აგვისტოს, შეერთებულ შტატებში ტრამპის გუნდთან უკრაინული დელეგაციის შეხვედრა დააანონსა, რომელშიც იქნებიან უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს