ვოლოდიმირ ზელენსკი - ანდრეი ერმაკი და რუსტემ უმეროვი დონალდ ტრამპის გუნდთან შეხვედრაზე უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრებენ

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი პარასკევს, დონალდ ტრამპის გუნდთან შეხვედრაზე უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ხუთშაბათს - შეხვედრები შვეიცარიაში. პარასკევს - ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში, შეხვედრები პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან. ჩართული იქნება ყველა, ვინც უსაფრთხოების გარანტიების შინაარსზე მუშაობს - უსაფრთხოების გარანტიების სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ კომპონენტებზე. ამოცანაა, რაც შეიძლება დაჩქარდეს, რათა ეს ასევე იყოს ბერკეტი - გავლენის ბერკეტი: რუსებმა უნდა დაინახონ, რამდენად სერიოზულია მსოფლიო და რამდენად ცუდი შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის, თუ ომი გაგრძელდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ყველა ხედავს მოსკოვის მხრიდან ძალიან თავხედურ ნეგატიურ სიგნალებს მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

„რუსები არ აპირებენ შეასრულონ ის, რისი დაპირებაც გასცეს“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ საჭიროა რუსეთზე ზეწოლის გაზრდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს