ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩინეთის რეაქციას ველით იმის შესახებ, რაც ხდება - პასუხს ველით ყველასგან, ვინც მშვიდობის მხარდამჭერ მოწოდებებს აკეთებდა, მაგრამ ახლა პრინციპული პოზიციის დაკავების ნაცვლად დუმს

ჩინეთის რეაქციას ველით იმის შესახებ, რაც ხდება, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმას.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსების თავდასხმის შედეგად კიევში, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი.

„რუსეთი მოლაპარაკების მაგიდის ნაცვლად ბალისტიკურ რაკეტებს და ომის დასრულების ნაცვლად მკვლელობების გაგრძელებას ირჩევს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს შედეგების ჯერ კიდევ არ ეშინია. ჩინეთმა არაერთხელ გააკეთა მოწოდება ომის გაფართოების წინააღმდეგ და ცეცხლის შეწყვეტის მხარდასაჭერად, თუმცა ეს რუსეთის გამო არ ხდება. ჩვენ რეაქციას უნგრეთისგან ველით. პასუხს ველით ყველასგან, ვინც მშვიდობის მხარდამჭერ მოწოდებებს აკეთებდა, მაგრამ ახლა პრინციპული პოზიციის დაკავების ნაცვლად დუმს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, „რუსეთის მიერ ჩადენილი ქმედებების გამო ახლა ნამდვილად მკაცრი სანქციების დროა“.

„ყველა საბოლოო ვადა დარღვეულია და დიპლომატიის ათეულობით შესაძლებლობა განადგურდა. რუსეთმა პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ყოველი დარტყმისა და ამ ომის ყოველი დღისთვის“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია