პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის და მოყვანის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის და მოყვანის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ დათესა და მოიყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 12100 გრ. ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე კანაფი, ხოლო მეორე ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით 151.72 გრ. ნარკოტიკულ საშუალებას გამომშრალ „მარიხუანას“.

სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებები ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა); და 265-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება); წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება