ლევან ხაბეიშვილი - ხელისუფლება ჩამოშლილია, რღვევა გრძელდება, აღარ აქვთ ძალოვნების იმედი

დიტო სამხარაძის პოსტი ადასტურებს, რომ ხელისუფლება ჩამოშლილია, რღვევა გრძელდება, აღარ აქვთ ძალოვნების იმედი და თუ კიდევ ერთხელ ხალხზე ხელს აღმართავენ, მიიღებენ ქართველი ხალხის მრისხანებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი არ არის ის, ვისაც დიტო სამხარაძე მარტივად დაემუქრება.

„დიტო სამხარაძის მესიჯი ადასტურებს, რომ ჩამოშლილები არიან, რღვევა გრძელდება, არ აქვთ ძალოვნების იმედი, გდდ-ს იმედი და აბსოლუტურად ნორმალურია, რომ არ აქვთ. ასი ათასობით ჩვენი მოქალაქის სურვილს ისინი წინ ვერ აღუდგებიან. დიტო რაღაცას აორგანიზებს, რომ “ტენდერშიკებმა” ჩაიცვით ახლა ნიღბები და დავცხოთ რა - დაახლოებით ასეთი შინაარსის პოსტი იყო. ეს არის შეშინებული, მხდალი გუნდის წარმომადგენლის „ფეისბუქ პოსტი“, სადაც ამბობენ, რომ აქვთ ძალოვნების იმედი, ჩამოშლილები არიან, რღვევა აქვთ და მოუწოდებს “ტენდერშიკებს”. ვინც ფული იშოვა, საკრებულოს თავმჯდომარეები არიან, მაღალი ხელფასი აქვთ, ჩვენ დავიცვათ ჩვენი ფულიო, რადგან არ აქვთ ძალოვნების იმედი, რომ კიდევ ერთხელ ქართველ ხალხს გაეკიდებიან, რადგან იციან, რომ თუ ისინი ამას გააკეთებენ, მიიღებენ ხალხის მრისხანებას, შესაბამისად, დიტო სამხარაძესაც უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ კონსტიტუციის ფარგლებში ვაპირებთ ყველაფრის გაკეთებას და თუ ისინი ქართველ ხალხზე კიდევ ერთხელ ხელს აღმართავენ, ვნახოთ, ვის, რა დამუქრების შესაძლებლობა ექნება. ქართველი ხალხი არ არის ის, ვისაც დიტო სამხარაძე მარტივად დაემუქრება,” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა