ანდრეი სიბიგა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს - პიტერ, თუ შენთვის რუსული ნავთობსადენი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რუსეთის მიერ მოკლული უკრაინელი ბავშვები, მაშინ ეს მორალური გახრწნაა - უნგრეთი ისტორიის არასწორ მხარეს დგას

პიტერ, თუ შენთვის რუსული ნავთობსადენი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რუსეთის მიერ მოკლული უკრაინელი ბავშვები, მაშინ ეს მორალური გახრწნაა, - ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში შესვლა „დრუჟბას“ ნავთობსადენზე განხორციელებული დარტყმისთვის უკრაინული სამხედრო დანაყოფის მეთაურს აიკრძალა.

უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ გაავრცელა.

„რამდენად სამარცხვინოა ამის გამოქვეყნება ტერორისტული სახელმწიფოს, რუსეთის მიერ განხორციელებული სასტიკი თავდასხმის შემდეგ. პიტერ, თუ შენთვის რუსული ნავთობსადენი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დღეს დილით რუსეთის მიერ მოკლული უკრაინელი ბავშვები, მაშინ ეს მორალური გახრწნაა. უნგრეთი ისტორიის არასწორ მხარეს დგას. ჩვენ მსგავს საპასუხო ზომებს მივიღებთ“, - წერს ანდრეი სიბიგა X-ზე.

ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკურმა დირექტორმა, ბალაჟ ორბანმა დაადასტურა, რომ უნგრეთმა ქვეყანაში შესვლა უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურს, რობერტ ბროვდის (მეტსახელად მადიარი) აუკრძალა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი