ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკავშირისგან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე დადებით გადაწყვეტილებას ახლო მომავალში ველით

ევროკავშირისგან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე დადებით გადაწყვეტილებას ახლო მომავალში ველით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა.

„მადლობელი ვარ სამძიმრისთვისა და ჩვენი ხალხის სოლიდარობისთვის რუსეთის ცინიკური და სასტიკი დარტყმის შემდეგ. გასული ღამე უკრაინაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა იყო. რუსებმა მთავარ სამიზნედ კიევი აირჩიეს. სამძებრო და სამაშველო ოპერაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ყველას მადლობელი ვართ, ვინც ახლა უკრაინას უდგას გვერდში და ჩუმად არ რჩება.

განვიხილეთ დიპლომატიური ძალისხმევები მკვლელობების შესაჩერებლად, ამ არაპროვოცირებული რუსული აგრესიის დასასრულებლად და ჩვენი ხალხისთვის ნამდვილი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ბევრი სამუშაო კეთდება სხვადასხვა დონეზე სწორედ ამ მიზნისთვის. მაგრამ მანამ, სანამ რუსეთი მშვიდობისკენ რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს, მასზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს. ურსულამ ახალი ინფორმაცია გამიზიარა ევროკავშირის მე-19 სასანქციო პაკეტის მომზადებასა და სხვა პარტნიორებთან კოორდინაციაზე.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ჩვენს ევროპულ საინტეგრაციო გზაზე და უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების კლასტერების ერთდოულად გახსნაზე. დადებით გადაწყვეტილებას ველით ახლო მომავალში“, - წერს ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს