ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაზე რუსეთის დარტყმა ევროპასა და პრეზიდენტ ტრამპზე დარტყმაა

უკრაინაზე რუსეთის დარტყმა ევროპასა და პრეზიდენტ ტრამპზე დარტყმაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ეს [28 აგვისტოს] დარტყმა სრულიად მკაფიოდ აჩვენებს, რომ რუსეთის მიზნები რეალურად არ შეცვლილა. მათ ომი სურთ და ურტყამენ არა მხოლოდ ჩვენს ხალხს, არა მხოლოდ ჩვენს ქალაქებს, ჩვენს სოფლებს, რუსეთი ახლა ურტყამს ყველას მსოფლიოში, ვინც მშვიდობისკენ მიისწრაფის”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, “ეს დარტყმაა ევროპაზე, ასევე ეს რუსეთის დარტყმაა პრეზიდენტ ტრამპზე, სხვა გლობალურ სუბიექტებზე”.

“ვაშინგტონში ჩვენ გვესმოდა, რომ პუტინი თითქოსდა მზად არის ომის დასრულებისთვის - ლიდერების დონეზე შეხვედრისთვისა და საკვანძო საკითხების მოგვარებისთვის. მაგრამ ის ბალისტიკურ რაკეტებს ირჩევს მშვიდობისკენ რაიმე რეალური ნაბიჯების ნაცვლად. ის ბავშვებს კლავს, რათა არ ილაპარაკოს იმაზე თუ როდის და როგორ იქნება მშვიდობა. პრობლემა იმაშია, რომ მას არ ეშინია ასე დარტყმა იმ ლიდერებზე, რომლებსაც ის რაღაცას პირდება”,- განაცხადა ზელენსკიმ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია