ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ხუთი ევროპული ქვეყნის ლიდერებმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ონლაინ რეჟიმში შეხვედრა გამართა პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და დანიის ლიდერებთან, კაროლ ნავროცკისთან, გიტანას ნაუსედასთან, ედგარს რინკევიჩსთან, ალარ კარისთან და მეტე ფრედერიქსენთან, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორაციით, მოლაპარაკებების მთავარი თემები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, არმიის გრძელვადიანი მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდა იყო.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ შეხვედრისას ზელენსკიმ ხაზი გაუსვა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელობას რუსეთის მხრიდან განმეორებითი თავდასხმის შემთხვევაში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გარანტიების საფუძველი უნდა იყოს ძლიერი უკრაინული არმია, რაც მოითხოვს სტაბილურ და გრძელვადიან დაფინანსებას, იარაღის მიწოდებას და იარაღის წარმოებას.

„როდესაც უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ, გვჭირდება მკაფიო პასუხები: ვინ დაგვეხმარება თავის დაცვაში ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე, თუ რუსეთი კვლავ თავს დაგვესხმება. რუსეთმა უარი თქვა მკვლელობების შეჩერებაზე - მათ პრეზიდენტ ტრამპსაც კი უთხრეს „არა“. ვხედავთ უარყოფით სიგნალებს რუსეთიდან ლიდერების დონეზე შესაძლო სამიტთან დაკავშირებით. გულწრფელად რომ ვთქვათ, გვჯერა, რომ პუტინი ამ დრომდე მხოლოდ ამ ომის გაგრძელებით არის დაინტერესებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მზადაა ევროპასთან ერთად მიიღოს მონაწილეობა უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში.

„პრეზიდენტ ტრამპთან შევთანხმდით, რომ ამერიკა უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი იქნება. ეს კარგია და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. პრეზიდენტი ტრამპი თვლის, რომ ევროპელებმა უნდა უხელმძღვანელონ ამ პროცესს, მაგრამ ამერიკა მზადაა შემოგვიერთდეს და დახმარება გაგვიწიოს მის კოორდინაციაში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია