ფრიდრიხ მერცი - პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრა, როგორც ჩანს, არ შედგება

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა, სავარაუდოდ, არ შედგება, - „დოიჩე ველეს“ ცნობით, ამის შესახებ მერცმა საფრანგეთის ქალაქ ბეზანსონში, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობები უკრაინაში მიმდინარე ომს განიხილავენ „იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ პუტინს შორის შეხვედრა, როგორც ჩანს, არ შედგება - ტრამპსა და პუტინს შორის გასულ კვირას ვაშინგტონში ყოფნისას მიღწეული შეთანხმების მიუხედავად“.

გერმანიის კანცლერი კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმასაც გამოეხმაურა.

„ასეთ უპრეცედენტო თავდასხმას უნდა ვუპასუხოთ. როგორც ჩანს, პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრა არ შედგება, პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს შორის გასულ კვირას მიღწეული შეთანხმების მიუხედავად. აშკარაა, რომ ეს არ მოხდება“, - აღნიშნა მერცმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს