აშშ-მა უკრაინისთვის 3 000-ზე მეტი ERAM-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტის მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინის მთავრობისთვის საჰაერო გზით მისაწოდებელი საბრძოლო მასალისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილება დაამტკიცა. საუბარია 825 მილიონი დოლარის აღჭურვილობის მიყიდვაზე, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის თანამშრომლობის სააგენტო იუწყება.

უწყების ცნობით, თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ კონგრესს შესაბამისი სერტიფიკატი წარუდგინა.

უკრაინის მთავრობამ 3 350-მდე გაფართოებული რადიუსის შეტევითი საბრძოლო მასალის (ERAM) რაკეტის და ასევე იმავე რაოდენობის GPS და INS ნავიგაციის სისტემების შეძენას გაყალბებისგან დაცვის მოდულით (SAASM), Y-Code-ით ან M-Code-ით.

პაკეტი ასევე მოიცავს რაკეტების კონტეინერებს, კომპონენტებსა და დამხმარე აღჭურვილობას, სათადარიგო ნაწილებს, სახარჯ მასალებს, ასევე ტექნიკურ მომსახურებას. გარდა ამისა, პაკეტი ითვალისწინებს პერსონალის მომზადების პროგრამებს, საინჟინრო და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას.

ამ კონტრაქტის დასაფინანსებლად უკრაინა იყენებს დანიის, ნიდერლანდების და ნორვეგიის მიერ გამოყოფილ სახსრებს, ასევე შეერთებული შტატების საგარეო სამხედრო დაფინანსებას.

დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ERAM-ის პროგრამა ნატო-ს მოკავშირეებთან ერთობლივი მუშაობის მაგალითია ეფექტური და მასშტაბური სისტემის შესაქმნელად, რომლის მიწოდებაც უმოკლეს დროში იქნება შესაძლებელი.

პროექტის მთავარი კონტრაქტორები არიან : Zone 5 Technologies და CoAspire.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი