გიორგი ბარამიძე - რაც შეუძლია მოლდოვას, შეუძლია საქართველოსაც, თუმცა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს ხელს უშლის პუტინის მეხუთე კოლონა, ივანიშვილის კრიმინალური ბანდა

რაც შეუძლია მოლდოვას, შეუძლია საქართველოსაც, თუმცა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს ხელს უშლის პუტინის მეხუთე კოლონა, ივანიშვილის კრიმინალური ბანდა, ამიტომ ჩვენი ამოცანაა საქართველო ამ ძალებისგან გავათავისუფლოთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

პარტიის პრესსამსახურიც ცნობით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს და საგარეო მინისტრს, მიჰაი პოპსოის შეხვდნენ.

თინა ბოკუჩავასთან ერთად 2 დღეა ვართ მოლდოვაში. გუშინ დავესწარით ისტორიულ მოვლენას, როდესაც ვაიმარის სამეულის ლიდერები ულოცავდნენ მოლდოველ ხალხს ევროპულ გზაზე პროგრესს. დღეს გვქონდა პატივი შევხვედროდით მოლდოვის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს. რაც შეუძლია მოლდოვას, რა თქმა უნდა, შეუძლია საქართველოს, მაგრამ, სამწუხაროდ, რასაც ახერხებს მოლდოვა, საქართველო ვერ ახერხებს იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყანა, პრაქტიკულად, ხელში აქვს ჩაგდებული პუტინის მეხუთე კოლონას, მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდას, რომელიც ცდილობს, ევროკავშირში ინტეგრაციის ნაცვლად, საქართველო დააბრუნოს რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ორბიტაზე, რასაც ქართველი ხალხი, დარწმუნებული ვარ, არ მოითმენს. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, ყველამ ერთად ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდისგან ჩვენი სამშობლო - საქართველო გავათავისუფლოთ“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა