გიორგი ბარამიძე - რაც შეუძლია მოლდოვას, შეუძლია საქართველოსაც, თუმცა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს ხელს უშლის პუტინის მეხუთე კოლონა, ივანიშვილის კრიმინალური ბანდა

რაც შეუძლია მოლდოვას, შეუძლია საქართველოსაც, თუმცა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს ხელს უშლის პუტინის მეხუთე კოლონა, ივანიშვილის კრიმინალური ბანდა, ამიტომ ჩვენი ამოცანაა საქართველო ამ ძალებისგან გავათავისუფლოთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

პარტიის პრესსამსახურიც ცნობით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს და საგარეო მინისტრს, მიჰაი პოპსოის შეხვდნენ.

„თინა ბოკუჩავასთან ერთად 2 დღეა ვართ მოლდოვაში. გუშინ დავესწარით ისტორიულ მოვლენას, როდესაც ვაიმარის სამეულის ლიდერები ულოცავდნენ მოლდოველ ხალხს ევროპულ გზაზე პროგრესს. დღეს გვქონდა პატივი შევხვედროდით მოლდოვის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს. რაც შეუძლია მოლდოვას, რა თქმა უნდა, შეუძლია საქართველოს, მაგრამ, სამწუხაროდ, რასაც ახერხებს მოლდოვა, საქართველო ვერ ახერხებს იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყანა, პრაქტიკულად, ხელში აქვს ჩაგდებული პუტინის მეხუთე კოლონას, მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდას, რომელიც ცდილობს, ევროკავშირში ინტეგრაციის ნაცვლად, საქართველო დააბრუნოს რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ორბიტაზე, რასაც ქართველი ხალხი, დარწმუნებული ვარ, არ მოითმენს. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, ყველამ ერთად ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდისგან ჩვენი სამშობლო - საქართველო გავათავისუფლოთ“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე