2 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება

მომავალ კვირას - 2 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.

საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა, სავარაუდოდ, პერსონალურ საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმობა. ასეთი საკითხია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან ანრი ოხანაშვილის გადადგომის ცნობად მიღება და აღნიშნულ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის არჩევა. გარდა ამისა, პარლამენტი გადაწყვეტილებას პარტია “გახარია საქართველოსთვის“ მანდატშეწყვეტილი დეპუტატების ადგილმონაცვლეთა უფლებამოსილების ცნობის საკითხზეც მიიღებს.

პარლამენტის საშემოდგომო სესიის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება. დასკვნა 430-გვერდიანია და კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, “მასში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელ დღემდე ჩადიოდნენ“.

სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიის დაწყებისას პარლამენტს “ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება, რომლის ამოქმედების შედეგად, პირს, რომელსაც რიგი დანაშაულის შედეგად ქონებრივი ზიანი მიადგა, ზიანის გამარტივებული წესით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება. ცვლილებებით ინერგება მექანიზმი, რომელიც დაზარალებულს შესაძლებლობას აძლევს ზიანი აინაზღაუროს როგორც დანაშაულის ჩამდენი პირისგან, ისე ამ პირის ახლო ნათესავისგან და დაკავშირებული პირისგან ამოღებული ქონების ფარგლებში. “ქართული ოცნების“ კანონპროექტი ორი მოსმენით მიღებულია და მხოლოდ მესამე - რედაქციული შინაარსის განხილვაა დარჩენილი.

პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღის წესრიგზე გადაწყვეტილებას ბიურო მიიღებს. ბიუროს სხდომა 1-ელ სექტემბერს გაიმართება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია