კაია კალასი - კიევზე განხორციელებული თავდასხმები აჩვენებს, რომ პუტინი დასცინის ნებისმიერ სამშვიდობო მცდელობას

უკრაინის დედაქალაქ კიევზე გუშინ განხორციელებული თავდასხმები აჩვენებს, რომ პუტინი დასცინის ნებისმიერ სამშვიდობო მცდელობას. ამიტომ, ჩვენ უნდა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე და ეს არის ის, რაც მათ ისინი რეალურად ხვდებიან: ზეწოლა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ჟურნალისტებს დანიაში განუცხადა, სადაც ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრები იმართება.

მისი თქმით, დღევანდელი განხილვის მთავარი თემებია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და თავდაცვის მზადყოფნა.

„ცხადია, რომ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა შესაძლებლობების სფერო, სადაც მეტი უნდა გავაკეთოთ. მოველი, რომ წევრი სახელმწიფოები ამ შესაძლებლობების სფეროებში ლიდერობას აიღებენ. ამიტომ, ჩვენ ძალიან კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად“, - აღნიშნა კალასმა.

ცნობისთვის, 29-30 აგვისტოს დანიაში ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრები იმართება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი