კაია კალასი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე - მათ ყველაზე მეტად დააზარალებს ნებისმიერი სანქცია ენერგეტიკის წინააღმდეგ და მეორადი სანქციები

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი, მე-19 პაკეტი, შესაძლოა, მოიცავდეს რუსეთის ენერგეტიკულ, ფინანსურ მომსახურებაზე შეზღუდვებს, ასევე მეორად სანქციებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ჟურნალისტებს კოპენჰაგენში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ განუცხადა.

კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური იქნება ფინანსური და ენერგეტიკული სანქციები.

„ჩვენ შემდეგ პაკეტზე ვმუშაობთ და ახლა მაგიდაზე რამდენიმე ვარიანტი დევს. რა თქმა უნდა, მათ ყველაზე მეტად დააზარალებს ნებისმიერი სანქცია ენერგეტიკის წინააღმდეგ და ყველა მეორადი სანქცია, მაგალითად, რომელიც ამერიკელებმა შემოიღეს, ასევე ფინანსური მომსახურების შეზღუდვები, რაც ეფექტურად ბლოკავს მათ წვდომას იმ კაპიტალზე, რომელიც ასე ძლიერ სჭირდებათ“, - აღნიშნა კალასმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი