ტერა ლიზინგი ბაზარზე პოზიციონირებას დამოუკიდებლად განაგრძობს

უკვე 2 წელზე მეტია, რაც ტერა ლიზინგი მოქნილ პირობებს სთავაზობს მეწარმეებს მძიმე ტექნიკისა და მანქანა-დანადგარების, ხოლო ფიზიკურ პირებს მსუბუქი ავტომობილების შესაძენად.

მიმდინარე წელს ტერა ლიზინგი გამოეყო ბანკის სტრუქტურას და ტერაბანკის შვილობილ კომპანიად ჩამოყალიბდა. წარმატებული საქმიანობის 2 წლის თავზე, კომპანიამ 150-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი დააფინანსა და ამ დროისთვის მისი პორტფელი 48 მილიონ ლარს შეადგენს.

ტერა ლიზინგი 2023 წელს შეიქმნა ტერაბანკის მენეჯმენტისა და ფინტექ-სტარტაპ „Bizon.ge“-ს შორის ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის საფუძველზე. შეთანხმების შემდეგ ორივე მხარე ერთობლივად შეუდგა სალიზინგო საქმიანობას ბანკის მსხვილი ინვესტიციის მხარდაჭერით.

„ტერა ლიზინგი ერთობლივი ძალისხმევით შექმნილი პროექტია, რომლის უკან დგას გამოცდილ პროფესიონალთა გუნდი, რაც უზრუნველყოფს ხარისხიან მომსახურებას და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შექმნას. მჯერა, რომ დამოუკიდებელი საქმიანობის ახალ ეტაპზე გუნდი გააგრძელებს მეწარმეების მხარდაჭერას და განახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს, ჩვენი მუდმივი თანადგომით, “ — განაცხადა ტერაბანკის გენერალურმა დირექტორმა, თეა ლორთქიფანიძემ.

ტერა ლიზინგი საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც ოფისში ვიზიტით, ასევე ვებგვერდზე განაცხადის შევსების გზით: https://terabank.ge/ka/teraleasing

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება