ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევში სამაშველო ოპერაციები დასრულდა, დაღუპულია 23 ადამიანი, 8 ადამიანის ბედი უცნობია

კიევის დარნიცკის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსული დარტყმის ადგილზე სამაშველო ოპერაციები დასრულდა და დანგრეული შენობების დემონტაჟი გრძელდება, 8 ადამიანის ბედი უცნობია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კიევის დარნიცკის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის ადგილზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა. დანგრეული შენობების დემონტაჟი გრძელდება. ამ დროისთვის, მხოლოდ ამ ერთი დარტყმის ადგილას 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვი. ყველაზე პატარა გოგონა 3 წლისაც არ არის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დედაქალაქზე თავდასხმას სულ 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 53 მცხოვრები კი - დაშავდა.

„8 ადამიანის ბედი ამ დრომდე უცნობია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს