„საქართველოს ბანკმა“ Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე ბიზნესის მიმართულებით 16 ჯილდო მიიღო

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ დაჯილდოებაზე „საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მიმართულებით როგორც ქვეყნის, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით 16 კატეგორიაში საუკეთესოდ დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ Global Finance საუკეთესო ციფრულ ბანკებს არაერთი წელია, აფასებს და მისი მიზანი მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების ინოვაციური და ეფექტური ციფრული გამოცდილების წარმოჩენაა. წლევანდელი შედეგებით, საქართველოს ბანკმა ჯამში 34 ჯილდო მოიპოვა, რომელთაგან 16 ბიზნესის სეგმენტზე მოდის.

გამარჯვებულები რეგიონისა და ცალკეული ქვეყნების მასშტაბით სხვადასხვა კრიტერიუმით შეაფასეს, მათ შორის განიხილეს ციფრული სტრატეგიის სიძლიერე, ბიზნესმომხმარებლებისთვის შეთავაზებული პროდუქტებისა და სერვისების ეფექტურობა, ციფრული ტრანსფორმაციის მასშტაბურობა, ტექნოლოგიური ინოვაციები და სხვა. მონაწილეები Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურიმ შეაფასა, ხოლო საბოლოო სია Global Finance-ის რედაქციამ გამოავლინა.

საქართველოს ბანკმა ბიზნესის მიმართულებით გამარჯვება შემდეგ კატეგორიებში მოიპოვა:

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი:

  • საუკეთესო სრულად ციფრული ბანკი ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • საუკეთესო ბანკი ბიზნესისთვის ინტეგრიგებული ფინანსების მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • საუკეთესო ციფრული გადახდების სტრატეგია ბიზნესის მიმართულებით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • საუკეთესო სავაჭრო დაფინანსების სერვისები ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • საუკეთესო ღია ბანკინგის API-ები ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • საუკეთესო ბანკი ტრანსფორმაცის მიმართულებით ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

საქართველო:

  • საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში;
  • საუკეთესო სრულად ციფრული ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში;
  • საუკეთესო ბანკი ინტეგრიგებული ფინანსების მიმართულებით ბიზნესისთვის საქართველოში;
  • საუკეთესო ციფრული გადახდების სტრატეგია ბიზნესისთვის საქართველოში;
  • სავაჭრო დაფინანსების საუკეთესო სერვისები ბიზნესისთვის საქართველოში;
  • საუკეთესო ინტეგრირებული კორპორატიული საბანკო პროგრამა საქართველოში;
  • ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში;
  • საუკეთესო ღია ბანკინგის API-ები ბიზნესისთვის საქართველოში;
  • საუკეთესო საბანკო მომსახურება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის / საუკეთესო მცირე და საშუალო ბიზნესის პლატფორმა საქართველოში;
  • საუკეთესო ბანკი ტრანსფორმაციის მიმართულებით ბიზნესისთვის საქართველოში.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო