გია ვოლსკი - მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს! - ლევან ხაბეიშვილს გააჩნია პერსპექტივა იმისა, რომ მშვიდობიანად დააკავებენ!

მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს! ლევან ხაბეიშვილს დაწინაურება სურს, რისთვისაც რადიკალური მიმართულება, როგორც ნიშა, შეარჩია - ხაბეიშვილს გააჩნია პერსპექტივა იმისა, რომ მშვიდობიანად დააკავებენ! ამის პერსპექტივად ნამდვილად გააჩნია! - ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის პასუხად გააკეთა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მშვიდობიან დამხობაზე საუბრობს.

ვოლსკის თქმით, „მშვიდობიანი შეიძლება იყოს დაკავება, პასუხისგებაში მიცემა, სასამართლო, მაგრამ მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს“.

„არსებობს მშვიდობიანი რეაგირება ყველანაირ დანაშაულზე, რასაც საქართველოს მიმართ ჩაიდენენ. თუკი ის ამ ავადმყოფური, ცხელ თავზე მოფიქრებული იდეის განხორციელებას შეეცდება და სახელმწიფოს ინტერესებს დაუპირისპირდება, ამის საწინააღმდეგოდ შესაბამისი მექანიზმები იმოქმედებს.

განცხადებები, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი აკეთებს, სხვა მიზანს ემსახურება - მიზანია ის, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერობა არავინ ჩამოართვას. ხაბეიშვილს დაწინაურება უნდა, რისთვისაც რადიკალური მიმართულება, როგორც ნიშა, შეარჩია.

ხაბეიშვილს სურს პოლიტიკური ფიგურა იყოს, ვერ არის და ამის გადაფარვას ხმამაღალი განცხადებებით ცდილობს.

მას გააჩნია პერსპექტივა იმისა, რომ მშვიდობიანად დააკავებენ! ამის პერსპექტივად ნამდვილად გააჩნია!“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს