სახალხო დამცველი „ქალებისა და არასრულწლოვანების მიმართ სიძულვილის ენის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით“ განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკოსის ოჯახური მდგომარეობა შეიძლება საზოგადოების ინტერესის საგანი გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი უშუალოდ უკავშირდება მის საჯარო საქმიანობას . სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა შესაბამის სუბიექტს, განსაკუთრებით, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, საჯარო პირებს, მედიაპლატფორმებსა და ჟურნალისტებს, გამოიჩინონ მაღალი სტანდარტის პოლიტიკური და სოციალური პასუხისმგებლობა, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის შემცველი, არაეთიკური განცხადებებისგან, - ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ავრცელებს, რითაც „ბოლო პერიოდში საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დისკურსში ქალებსა და არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ სიძულვილის ენის გახშირებულ შემთხვევებს“ ეხმაურება.

როგორც ლევან იოსელიანი განმარტავს, მიუღებელია სიძულვილის ენის გამოყენება, რომელიც ავრცელებს, ახალისებს, ხელს უწყობს ან ამართლებს განსხვავებულ მოსაზრებასა თუ სოციალურ სტატუსზე დაფუძნებულ სიძულვილს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღნიშნული რიტორიკა პირდაპირ ან ირიბად ეხება ბავშვებს.

„არასრულწლოვანების ან მათი ოჯახის წევრების პოლიტიკურ დისკუსიებში მონაწილეობა, მათ შორის, საჯარო სივრცესა თუ სოციალურ ქსელში, არ უნდა იქცეს ბავშვებისადმი დამამცირებელი, სტიგმატიზაციის ან სიძულვილის შემცველი შინაარსის გამავრცელებელი. საზოგადოების თითოეული წევრის მხრიდან, მნიშვნელოვანია, ბავშვების უფლებების განუხრელი პატივისცემა და განსაკუთრებული სიფრთხილე საჯარო გამოსვლებით არასრულწლოვანთა შესაძლო ზიანის თავის არიდების მიზნით.

გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებით, მართალია, საჯარო ფიგურების მიმართ კრიტიკის ზღვარი უფრო ფართოა, თუმცა ეს არ მოიცავს, მათი პირადი ცხოვრების დეტალებით მანიპულირებას ან სექსისტურ შეფასებებს.

პოლიტიკოსის ოჯახური მდგომარეობა შეიძლება საზოგადოების ინტერესის საგანი გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი უშუალოდ უკავშირდება მის საჯარო საქმიანობას – მაგალითად, ინტერესთა კონფლიქტის ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევას.

დემოკრატიულ საზოგადოებაში ყურადღება უნდა გამახვილდეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების შინაარსსა და მოქალაქეებზე მის გავლენასა და შედეგებზე.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა შესაბამის სუბიექტს, განსაკუთრებით, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, საჯარო პირებს, მედიაპლატფორმებსა და ჟურნალისტებს, გამოიჩინონ მაღალი სტანდარტის პოლიტიკური და სოციალური პასუხისმგებლობა, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის შემცველი, არაეთიკური განცხადებებისგან და ხელი შეუწყონ ღირსეულ, თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებულ საზოგადოებრივ დიალოგს“, -ნათქვამია ლევან იოსელიანის განცხადებაში, რომელსაც ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს