"საქართველოს ბანკის" საჩუქრების კამპანია გრძელდება – გახსენით ანგარიში ბიზნეს მობილბანკით

"საქართველოს ბანკი" მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და თანამედროვე ციფრული სერვისების განვითარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი აგრძელებს საჩუქრების კამპანიას, რომელიც ბიზნესებისთვის სხვადასხვა ბენეფიტს აერთიანებს. მათ შორისაა:

  • Mastercard ბიზნეს ბარათი საჩუქრად, რომელზეც ნებისმიერი გადახდისას 2%-იანი ქეშბექი დაერიცხებათ (მაქსიმუმ 500 ლარამდე);
  • ბიზნეს ნაკრები M პაკეტი საკომისიოს გარეშე 3 თვის განმავლობაში – პაკეტი აერთიანებს ყველაზე მოთხოვნად საბანკო სერვისებს, მათ შორის გადარიცხვებს შეღავათიანი ტარიფით, მეტ უფასო პროდუქტსა და კომუნალურ გადახდებს ყოველთვიურად, განაღდების მაღალ ლიმიტს და ა.შ.;
  • საკომისიოს გარეშე გადარიცხვები ეროვნულ ვალუტაში (სახაზინოს ჩათვლით) ან საკომისიოს გარეშე გადარიცხვებს უცხოურ ვალუტაში;
  • ფულადპრიზები:
  • 100 ლარი – ყოველი მე-1000 ტრანზაქციისთვის;
  • 12 500 ლარი – ყოველი მე-10 000 ტრანზაქციისთვის.

აღსანიშნავია, რომ კამპანიაში ჩართვა შეუძლიათ იურიდიულ პირებს, რომლებსაც 1 აპრილის შემდეგ ბიზნეს მობილბანკი ან ინტერნეტბანკი არ გამოუყენებიათ, ასევე - ბიზნესებს, რომლებსაც "საქართველოს ბანკში" ანგარიში აქამდე არ ჰქონიათ, ან ახლა მიიღებენ ინდ. მეწარმის ან შპს-ს სტატუსს ბანკის ფილიალში.

ცნობისთვის, "საქართველოს ბანკმა" ბიზნესის დაწყების პროცესი გაამარტივა. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ბანკის ფილიალებში გაიარონ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია, მიიღონ შპს-ს ან ინდ. მეწარმის სტატუსი, ადგილზევე ან ბიზნეს მობილბანკიდანვე გახსნან ანგარიში და კამპანიაში ჩაერთონ.

"საქართველოს ბანკის" ბიზნეს მობილბანკში ანგარიშის გახსნა სულ რაღაც 2 წუთშია შესაძლებელი. პლატფორმა არა მხოლოდ ანგარიშის გახსნას, არამედ ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების სწრაფად და მარტივად მართვას უზრუნველყოფს. ბიზნესს შეუძლია, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან განახორციელოს გადარიცხვები, გადაიხადოს კომუნალური გადასახადები, გააკონტროლოს ბალანსი და შეასრულოს სხვა ტრანზაქციები.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესს თანამედროვე ციფრულ სერვისებზე მარტივად ჰქონდეს წვდომა და რეალური სარგებელი მიიღოს. სწორედ ამიტომ ბიზნეს მობილბანკში ანგარიშის გახსნა სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი. საჩუქრების კამპანიით კი ჩვენ დამატებით შესაძლებლობებს ვუზიარებთ ჩვენს მომხმარებლებს. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და მომავალში კვლავ არაერთ საინტერესო ინიციატივას შევთავაზებთ ბიზნესს”, – აცხადებენ "საქართველოს ბანკში".

გაიგეთ მეტი კამპანიის შესახებ საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან, გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი, ხოლო თუ ჯერ არ ხართ მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად, ონლაინ.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება