ერთად დავიცვათ ბუნების საკუთრება - "საქართველოს ბანკისა" და CNF-ის კამპანიას ასკანელიც შეუერთდა

ბუნების საკუთრების დასაცავად, "საქართველოს ბანკი", კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით კამპანიას ახორციელებს. ინიციატივის მიზანია გააერთიანოს ისეთი დიდი ბრენდები და ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარ ლოგოში ცხოველისა თუ ფრინველის სიმბოლოს იყენებენ და მოუწოდოს მათ, წვლილი შეიტანონ ბუნების დაცვის პროცესში.

კამპანიას 9 ბრენდი შეუერთდა, მათ შორის არის კომპანია ასკანელი.

ხოხობი, რომელიც გასაღებზე ზის - ეს ასკანელის ლოგოა, რომელიც ბრენდის მთავარი სიმბოლო და იდენტობაა. გასაღებზე მჯდარი ფრინველი ჰეროიკული მემკვიდრეობის მცველის სახეა, ხოლო თავად გასაღები - ვიტიკულტურული საიდუმლოების, ანუ ვაზისა და ყურძნის მოვლის უძველესი ცოდნისა და ტრადიციების განსახიერება.

ეს არის ცოდნა, რომელსაც "ასკანელი" სიყვარულითა და პასუხისმგებლობით თაობიდან თაობას გადასცემს.

„ასკანელები ღვინის შექმნას ვენახიდან ვიწყებთ. ყოველ მტევანს ვუვლით სიყვარულით, ზრუნვით და პასუხისმგებლობით.

ვცხოვრობთ რწმენით, რომ ნამდვილი ღვინო იბადება იქ, სადაც ადამიანს, ვაზს, მიწას და მემკვიდრეობას თანაბარი პატივისცემით ეკიდებიან.

ეს პროექტი სწორედ იმ ღირებულებებს ეხმიანება, რასაც ჩვენი კომპანია იზიარებს - ქვეყნისა და მისი ბუნების დაცვასა და მოვლას.

მსგავსი ინიციატივები არა მხოლოდ ბუნების დაცვას, არამედ ქვეყნის მომავალსაც ემსახურება. კომპანიების გაერთიანება ამ საერთო მიზნის გარშემო კიდევ უფრო აძლიერებს ზრუნვისა და პასუხისმგებლობის კულტურას.

როგორც ვაზსა და მიწას სჭირდება მუდმივი სიყვარული და მოვლა, ისე ჩვენს გარემოს სჭირდება ერთიანი ძალისხმევა, რათა მისი ავთენტურობა და სილამაზე მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ“, - აღნიშნავს ქეთი კენკიშვილი, კომპანია "ასკანელის" მარკეტინგის დირექტორი.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული კამპანია კრეატიულ სააგენტო Leavingstone-თან თანამშრომლობით ხორციელდება.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება