Reuters - აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების უმეტესობა უკანონოდ გამოაცხადა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების უმეტესობა უკანონოდ გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გლობალური ტარიფების დაწესებით „თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა“.

ვაშინგტონის ფედერალური სააპელაციო სასამართლოს დადგენილება დონალდ ტრამპის მიერ თებერვალში ჩინეთის, კანადისა და მექსიკის წინააღმდეგ დაწესებულ ტარიფებს და აპრილში დაწესებულ გლობალურ „საპასუხო“ ტარიფებს ეხება.

გადაწყვეტილებას მხარი სააპელაციო სასამართლოს 7-მა მოსამართლემ დაუჭირა, ხოლო 4-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე დაწესებულ ტარიფებს არ ეხება.

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ტარიფები ძალაში 14 ოქტომბრამდე დარჩება, რათა ამ დროის განმავლობაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის უზენაეს სასამართლოში აპელაცია შეძლოს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი