გიორგი სიორიძე - ჩვენი სრული მხარდაჭერა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს -  ივანიშვილის რეჟიმს არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ პასუხი არ აგოს იმ თვითნებობაზე, რასაც სჩადიან

ჩვენი სრული მხარდაჭერა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ივანიშვილის რეჟიმს არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ პასუხი არ აგოს იმ თვითნებობაზე, რასაც სჩადიან, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიის მტერი „ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმია“.

„ქართული არასამთავრობო სექტორი ყოველთვის იდგა საქართველოში დემოკრატიის სადარაჯოზე, დემოკრატიის, რომლის მთავარი მტერი არის ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი. ბუნებრივია, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყოველთვის იყვნენ და რჩებიან ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოებრიობის პარტნიორებად და მათი რეაქცია არის ადეკვატური. ჩვენი სრული მხარდაჭერა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ივანიშვილის რეჟიმს ჩვენ არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ პასუხი არ აგოს იმ თვითნებობაზე, რასაც სჩადიან, რომ საქართველოში აღარ ისმოდეს განსხვავებული აზრი“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება