შერაზ გასრი - აღფრთოვანებული ვარ მამაცი ქართველი ხალხით, რომელიც მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ევროპისთვის იბრძვის

აღფრთოვანებული ვარ მამაცი ქართველი ხალხით, რომელიც მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ევროპისთვის იბრძვის, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ბოლო ვიზიტი დიდგორის მემორიალთან, 1121 წლის „საკვირველი“ ბრძოლის გმირებისა და საქართველოს მებრძოლი და გამარჯვებული სულისთვის პატივის მისაგებად. სამუდამოდ აღფრთოვანებული და შთაგონებული ვარ მამაცი ქართველი ხალხით, რომელიც მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ევროპისთვის იბრძვის“, - წერს შერაზ გასრი.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ოლივიე კურტო აგვისტოს დასაწყისში დანიშნა. შერაზ გასრის ელჩად მუშაობის ვადა ამოეწურა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება