ნატო-ში აშშ-ის ელჩი - თითქმის მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება უკვე უკრაინისკენ გზაშია - ბოლო ერთ თვეში, უკრაინელებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი შესაძლებლობების 20% მწყობრიდან გამოიყვანეს

თითქმის მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება უკვე უკრაინისკენ გზაშია, - ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტეკერმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ტრამპი მუშაობს, რომ უკრაინამ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს, მათ შორის, მას უფრო ღრმა დარტყმებისთვის გარკვეულ შესაძლებლობას აძლევს, რაც აშკარაა, რომ ეს შეიძლება მათ შეტევით მოქმედებებში დაეხმაროს. მხოლოდ ბოლო ერთ თვეში, უკრაინელებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი შესაძლებლობების 20% მწყობრიდან გამოიყვანეს“, - განაცხადა მეთიუ უიტეკერმა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს გამოსაყენებლად „კიდევ ბევრი სხვა ბერკეტი“ აქვს, თუმცა დონალდ ტრამპმა იცის, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებების შანსი უნდა შენარჩუნდეს.

„ეს ერთ ღამეში არ მოხდება. ვფიქრობ, სწორ გზაზე ვდგავართ, რადგან მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაც კარგია“, - აღნიშნა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს