„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ავჭალაში, ზაჰესის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო საგურამოს სათავე ნაგებობას უსაფრთხოების მიზნით შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, რამაც გამოიწვია საგურამოს სათავე ნაგებობის სატუმბო სადგურების დროებითი ავარიული გაჩერება და წყალმომარაგების შეზღუდვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

„აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეზღუდული აქვს ვაკე-საბურთალოს რაიონის ქუჩების ნაწილს: ლისი ვერანდას, ლისის, ნეკერჩხლის, იასამნების, მუხის, ბზის, ტირიფებისა და თუთის ქუჩებს.

მუხრან მაჭავარიანის, ოსეთის, ბერიტაშვილის ქუჩებს. ამაშუკელის, მერი დავითაშვილის, ვარდენ წულუკიძის, გაზაფხულის და ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს. ნოშრევან ჯიშკარიანის ქუჩას შესახვევებით. ომარ ფურცელიანის, ექვთიმე მთაწმინდელის და დავით ართმელიძის ქუჩებს.

წყალმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია დამატებით გაავრცელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება