დონალდ ტრამპი ზელენსკისა და პუტინის შეხვედრაზე - ორმხრივი არ ვიცი, მაგრამ სამმხრივი შეხვედრა შედგება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შედგება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Daily Caller-თან ინტერვიუში განაცხადა.

„სამმხრივი [შეხვედრა] შედგება. ორმხრივი არ ვიცი, მაგრამ სამმხრივი შედგება. მაგრამ, როგორც იცით, ხალხი ხანდახან მზად არ არის ამისთვის. ანალოგიას ვიყენებ. რამდენიმეჯერ გამოვიყენე. ბავშვი გყავთ, სათამაშო მოედანზე კიდევ ერთი სხვა ბავშვია, მათ ერთმანეთი ეზიზღებათ და იწყებენ მუშტების ქნევას, გინდა, რომ გაჩერდნენ და ისინი აგრძელებენ. ცოტა ხნის შემდეგ მათ ძალიან უხარიათ გაჩერება. გესმით ეს? თითქმის ასეა. ხანდახან ცოტა ხანი უნდა იჩხუბონ, სანამ მათ გაჩერებას შეძლებ. მაგრამ ეს უკვე დიდი ხანია გრძელდება. ბევრი ხალხი მოკვდა,” - განაცხადა ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს