ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ოთხდღიანი ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ქვეყნის პრეზიდენტის, სი ძინპინის მიწვევით ჩავიდა.

რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ოთხ დღეს გაგრძელდება - 31 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე.

ვიზიტის ფარგლებში, პუტინი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს დაესწრება და უცხო ქვეყნების ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

პროგრამა ასევე მოიცავს პეკინში ვიზიტს, სადაც დაგეგმილია სამმხრივი შეხვედრა მონღოლეთისა და ჩინეთის ლიდერებთან, ასევე პირისპირ შეხვედრები სი ძინპინთან და სხვა სახელმწიფოების მეთაურებთან.

რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი მთავარი სტუმრის სტატუსით დაესწრება პეკინში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებს, რომელიც იაპონიაზე გამარჯვებისა და მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავს ეძღვნება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება