მედია - დონალდ ტრამპი სერიოზულად განიხილავს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების დიპლომატიური ძალისხმევიდან უკან დახევას

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სერიოზულად განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების დიპლომატიური ძალისხმევიდან უკან დახევას მანამ, სანამ ერთი ან ორივე მხარე მეტ მოქნილობას არ გამოიჩენს, - ინფორმაციას Axios-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უკან დავსხდებით და დავაკვირდებით. ცოტა ხანს კიდევ იბრძოლონ და ვნახოთ, რა მოხდება“, - განაცხადა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბარში.

გამოცემა წერს, რომ ზოგიერთი ამერიკელი ჩინოვნიკი ევროპელ ლიდერებს მთავარ დაბრკოლებად აღიქვამს, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა მათთან და ზელენსკისთან ორ კვირაზე ნაკლები ხნის წინ მეგობრული შეხვედრა გამართა.

Axios-ის ცნობით, თეთრი სახლის მაღალი თანამდებობის პირები მიიჩნევენ, რომ ზოგიერთი ევროპელი ლიდერი საჯაროდ უჭერს მხარს პრეზიდენტ ტრამპის მცდელობას, დაასრულოს უკრაინაში ომი, ამავდროულად კი ჩუმად, კულისებში ცდილობს ალასკაში მიღწეული პროგრესის შეცვლას.

გამოცემა წერს, რომ თეთრი სახლის წარმომადგენლები „მოთმინებას კარგავენ“ ევროპელი ლიდერების მიმართ, რომლებიც, მათი თქმით, უკრაინას უბიძგებენ, „რუსეთის მხრიდან არარეალური ტერიტორიული დათმობები მოიპოვონ“.

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ევროპელები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე, უკეთესი შეთანხმების მიღწევის მიზნით, ზეწოლას ახდენენ.

„ევროპელებს არ შეუძლიათ ამ ომის გახანგრძლივება და არაგონივრული მოლოდინების ფარულად შენარჩუნება. თუ ევროპას ამ ომის ესკალაცია სურს, ეს მათი საქმეა. მაგრამ ისინი გამარჯვების ნაცვლად უიმედოდ დამარცხდებიან“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა Axios-თან საუბარში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს