ალექსანდრ სირსკი - ფრონტის ხაზზე, წლის დასაწყისიდან, 290 000-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ან მძიმედ დაშავდა

2025 წლის დასაწყისიდან ფრონტის მთელ ხაზზე რუსეთის 290 000-ზე მეტი სამხედრო დაიღუპა, ან მძიმედ დაშავდა, - ამის შესახებ აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წარუდგინა.

სირსკის ინფორმაციით, რუსებმა ყველაზე დიდი დანაკარგები დონეცკის ოლქში, კერძოდ, პოკროვსკის მიმართულებით განიცადეს, სადაც ძირითადი ძალისხმევა ჰქონდათ მობილიზებული, მაგრამ სტრატეგიული ამოცანები ვერ შეასრულეს.

უკრაინის პრეზიდენტმა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ასევე გაანალიზეს ზაპოროჟიეს მიმართულებით, სუმისა და ხარკოვის ოლქების სასაზღვრო რაიონებში არსებული ვითარება.

„დეტალურად გავაანალიზეთ ზაპოროჟიეს მიმართულებით არსებული ვითარება და ოკუპანტის განზრახვები. ასევე სუმის ოლქის სასაზღვრო რაიონსა და ხარკოვის ოლქში არსებული ვითარება. გავაგრძელებთ აქტიურ მოქმედებებს ზუსტად ისე, როგორც საჭიროა უკრაინის დასაცავად. ძალები და საშუალებები მომზადებულია. ასევე იგეგმება ახალი ღრმა დარტყმები“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს