ლევან ხაბეიშვილი - ბახმაროში ყოველდღე ახალი უკანონო მშენებლობა ჩნდება და ამ ყველაფრის უკან ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან, მათ შორის არის ჩოხატაურის მერიც

ბახმაროში ყოველდღე ახალი უკანონო მშენებლობა ჩნდება და ამ ყველაფრის უკან ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან, მათ შორის არის ჩოხატაურის მერიც, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უმძიმესი რეალობაა უყურო ბახმაროს როგორ ანადგურებენ აბსოლუტურად ვანდალურად.

„ხდება გაჩეხა, უკანონო მშენებლობები, ყოველდღე რომ ამოვიდეს ადამიანი ათობით დამატებით უკანონო მშენებლობები დახვდება, რაც ცხადია კატასტროფაა. ამ უკანონო მშენებლობების მესაკუთრეებს ნახავენ, დაინახავენ, რომ ამ უკანონო მშენებლობების უკან მხოლოდ თანამდებობის პირები, მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირების წევრები იკავებენ აქ ტერიტორიას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რასაც ასე ღიად აკეთებს მათ შორის ჩოხატაურის მერი”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს