დიმიტრი პესკოვი - ევროპელები უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიან რელსებზე გადაყვანის მცდელობებს ხელს უშლიან, ბორბლებში ჯოხებს ურჭობენ - ევროპული ომის პარტია ძირითად ტენდენციას ინარჩუნებს, არ ცხრებიან

ევროპელები ხელს უშლიან უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიან რელსებზე გადაყვანის მცდელობებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი მადლიერია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ, რომელიც ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას ცდილობს.

„ევროპელები ხელს უშლიან ამ მცდელობებს, ევროპელები ბორბლებში ჯოხებს ურჭობენ“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი მტკიცებით, ევროპელი პოლიტიკოსების ქმედებები მკვეთრად ეწინააღმდეგება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიდგომას.

„ევროპული ომის პარტია ძირითად ტენდენციას ინარჩუნებს, ისინი არ ცხრებიან. ეს მკვეთრად ეწინააღმდეგება იმ მიდგომას, რომელსაც ჩვენი პრეზიდენტი, პრეზიდენტი პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი იცავენ“, - აღნიშნა პესკოვმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი