ვლადიმერ პუტინი - უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად აუცილებელია მისი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა

უკრაინის კრიზისში რუსეთი იცავს იმ მიდგომას, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს თავის უსაფრთხოებას სხვის ხარჯზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სისტემა, რომელიც ჩაანაცვლებდა მოძველებულ ევროცენტრულ და ევროატლანტიკურ მოდელებს და გაითვალისწინებდა ქვეყნების რაც შეიძლება ფართო სპექტრის ინტერესებს, ნამდვილად დაბალანსებული იქნებოდა და, შესაბამისად, არ დაუშვებდა ზოგიერთი სახელმწიფოს მიერ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მცდელობას სხვების უსაფრთხოების ხარჯზე. ამ შესაძლებლობის გამოყენებით, მინდა ვთქვა, რომ რუსული მხარე უკრაინის ირგვლივ არსებულ კრიზისთან დაკავშირებით იგივე მიდგომებს იცავს“ - აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე ომის „ძირეულ მიზეზებად“ დაასახელა 2014 წელს უკრაინაში მომხდარი „სახელმწიფო გადატრიალება“ და დასავლეთის მცდელობა, უკრაინა ნატო-ს წევრი გახდეს.

„2014 წელს უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, გადააყენეს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელიც უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში გაწევრიანებას მხარს არ უჭერდა. კრიზისის მეორე მიზეზია დასავლეთის მუდმივი მცდელობები, უკრაინა ნატო-ში შეითრიოს, რაც, როგორც ჩვენ არაერთხელ გავუსვით ხაზი და ვთქვით, რუსეთის უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს“, - განაცხადა პუტინმა.

მისი მტკიცებით, „უკრაინის კრიზისის“ ხანგრძლივი მოგვარებისთვის აუცილებელია კრიზისის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრა.

„რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარება იყოს მდგრადი და გრძელვადიანი, უნდა აღმოიფხვრას კრიზისის ძირითადი მიზეზები და უსაფრთხოების სფეროში სამართლიანი ბალანსი უნდა აღდგეს“, - განაცხადა პუტინმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი