ანა წითლიძე მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილზე - „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო ასპარეზზე არ ჰყავს ხელის ჩამომრთმევი - ეს წერილი სასაცილო იქნებოდა, ტრაგედია რომ არ იყოს და არ ეხებოდეს ქვეყნის ევროპულ მომავალს

კიდევ ერთხელ, ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო ასპარეზზე არ ჰყავს ხელის ჩამომრთმევი - ეს წერილი ნამდვილად სასაცილო იქნებოდა, ტრაგედია რომ არ იყოს და არ ეხებოდეს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილს, რითაც ის აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართავს.

ანა წითლიძის შეფასებით, რეალურად, ეს არის ბიძინა ივანიშვილის წერილი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისადმი.

„ეს, კიდევ ერთხელ, ადასტურებს „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკის სრულ კრახს, ადასტურებს იმას, რომ მიუხედავად იმისა, წინასაარჩევნოდ თუ როგორ ატყუებდა „ქართული ოცნება“ საკუთარ ამომრჩეველს, რომ ისინი ტრამპის გამარჯვების შემდეგ შეძლებდნენ ურთიერთობის დალაგებას აშშ-სთან, რომ ტრამპი მათ მხარს დაუჭერდა, რომ არ იქნებოდა სანქციები და ა.შ. დღეს, კიდევ ერთხელ, ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო ასპარეზზე არ ჰყავს ხელის ჩამომრთმევი და ის ვერ დაალაგებს ვერანაირ ურთიერთობას, როგორც ანტიდემოკრატიული ძალა, როგორც პრორუსული ძალა ურთიერთობას ვერ დაალაგებს ვერც აშშ-სთან და ვერ დაალაგებს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან. მითუმეტეს, თუ საუბარი არის ურთიერთობის გადატვირთვაზე აშშ-სთან „ქართულ ოცნებას“ ამის შესაძლებლობა ძალიან ბევრჯერ ჰქონდა, მათ შორის იმ გზამკვლევით, რომელიც არსებობს ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის და გულისხმობს იმ ვალდებულებების შესრულებას, რაც საქართველოს აქვს ევროპული განვითარების გზაზე. ამიტომაც, ეს წერილი სასაცილო იქნებოდა ნამდვილად, ტრაგედია რომ არ იყოს და არ ეხებოდეს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამიტომ, როგორიც არ უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის მცდელობა „ქართულ ოცნებას“ კიდევ უფრო მძიმე სანქციები აუცილებლად დაეკისრება. ამაში დარწმუნებული ვარ. მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე იქნება საერთაშორისო ასპარეზზე და კიდევ უფრო რთული იქნება მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის იმიტომ, რომ გზა, რომელსაც ისინი ადგანან, ჰქვია ამ ქვეყნის ღალატი. ანტიდემოკრატიულ რეჟიმთან, რომელიც საკუთარ ქვეყანას ღალატობს რუსეთის სასარგებლოდ, კარგი ურთიერთობა ვერავის ექნება“, - აცხადებს წითლიძე.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ აშშ-ის ადმინისტრაცია არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას, რაც მთავრობებს შორის სრული ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. ყაველაშვილის თქმით, პირადად მზად არის, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზნის რეალიზებას, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.

„აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის რამდენიმე თვის მანძილზე, თქვენ მჭიდრო ურთიერთობები დაამყარეთ საქართველოს უკლებლივ ყველა მეზობელ ქვეყანასთან - წარმატებით შეუწყვეთ ხელი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, აქტიურად თანამშრომლობთ თურქეთის ხელისუფლებასთან, აღადგინეთ პარტნიორობა ვლადიმერ პუტინთანაც კი. თუმცა, ამ ფონზე, თქვენი ადმინისტრაცია არაფერს ამბობს საქართველოს შესახებ, რაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს“,- წერს ღია წერილში ყაველაშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა