ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის ჩინეთში მიმდინარე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ლიდერებმა განიხილეს აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო დღის წესრიგი და ხაზი გაუსვეს კონსტრუქციული დიალოგის, ურთიერთნდობისა და რეგიონული სტაბილურობის მნიშვნელობას.

ამასთან, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა ვაშინგტონის ბოლო სამიტის დროს მიღებულ დადებით იმპულსს, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისო მხარდაჭერა მშვიდობისა და ნორმალიზაციის პროცესის წინსვლის მიმართ.

მხარეები შეხვედრაზე კონტაქტების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს