პარლამენტი 2 და 3 სექტემბერს ორ პლენარულ სხდომას გამართავს და ამის შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებამდე პლენარული სხდომების მხრივ ერთთვიან პაუზას აიღებს

პარლამენტი მიმდინარე კვირას - 2 და 3 სექტემბერს ორ პლენარულ სხდომას გამართავს და ამის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე პლენარული სხდომების მხრივ ერთთვიან პაუზას აიღებს.

კანონმდებლობის გათვალისწინებით, არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პლენარული სხდომები არ იმართება. ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება საკომიტეტო სხდომები ჩატარდეს.

„თუ საჭირო იქნება პლენარული სხდომა ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაიმართოს, თუმცა იმისთვის, რომ კოლეგებს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდეთ, პლენარული სხდომები სექტემბრის თვეში არ გაიმართება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

2 სექტემბერს პარლამენტი საგაზაფხულო სესიას გახსნის.

მიმდინარე კვირის ორდღიანი მუშაობის გრაფიკი კი ასეთია: - პარლამენტი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნას განიხილავს, სუს-ის ხელმძღვანელს აირჩევს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრების სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს და რამდენიმე მიმდინარე კანონპროექტს განიხილავს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს